понедельник, 19 декабря 2011 г.

ეკოლოგიური სასამართლო "ბუნება უჩივის ადამიანს"



ქ. რუსთავის   7 საჯარო სკოლა

        პლანეტის ბუნების შენარჩუნება კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.  ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორია,  ეს ერთიანი და განუყოფელი გარემო, ბუნების ნაწილია და თითოეული სახელმწიფო პასუხისმგებელია დედამიწის ბუნების შენარჩუნებაზე ახლანდელი და მომავალი თაობებისათვის.  დღეს კაცობრიობის წინაშე უამრავი ეკოლოგიური პრობლემა დგას: ატმოსფროს, ნიადაგის, ჰიდროსფეროს,  ლითოსფეროს, კლიმატის, ფლორისა და ფაუნის დაცვა, კოსმოსისა და მსოფლიო ოკეანის დაცვა და  ათვისება, სტიქიურ უბედურებათა თავიდან აცილება. პრობლემები მწვავე და აქტუალურია.  ადამიანმა უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებათა შედეგების გამო და მოახდინოს გავლენა მის ირგვლივ მომხდარ მოვლენებზე, რათა დედამიწაზე  ცხოვრება უსაფრთხო და სასიამოვნო იყოს.    
        აქედან გამომდინარე,   სახელმწიფოს მხრიდან მკვეთრად  გაზრდილია  ინტერესი გარემოს დაცვის პრობლემებთან დაკავშირებით. 
     ზოგადი განათლების ეროვნული სასწავლო  მიზნები  ითვალისწინებს, რომ   მოზარდმა  იცოდეს, რა ბუნებრივ გარემოში ცხოვრობს, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს გარემოს ადამიანის ამა თუ იმ მოქმედებამ, როგორ შეინარჩუნოს და დაიცვას ბუნებრივი გარემო. 
    მხარის და ქალაქის ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტას.
   გარემოს დაცვითი ცნობიერების დონის ამაღლებით  დაინტერესებულია  სკოლა . მოსწავლეებში ეკოლოგიური აზროვნების ჩამოყალიბების განვითარების მიზნით ვახორციელებთ სხვადასხვა  ეკოლოგიურ პროექტებს.



                                                           ანოტაცია
    ჩვენი პროექტის „ეკოლოგიური სასამართლო–ბუნება უჩივის ადამიანს“  მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეებში გარემოს დაბინძურების საკითხებთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებას.
   პროექტის თემა  მნიშვნელოვანი და მეტად აქტუალური, რადგან დღეს ეკოლოგიური პრობლემები ატარებს გლობალურ ხასიათს. პროექტი დაეხმარება მოსწავლეებს გააცნობიერონ არსებული პრობლემების სერიოზულობა, დაეხმარება მათ ბიოლოგიიდან, გეოგრაფიიდან , ქიმიიდან და ფიზიკიდან მიღებული გარკვეული ცოდნა დააკავშირონ დღეს მსოფლიოში არსებულ ეკოლოგიურ კატასტროფებთან.
    პროექტის მიზანია მოსწავლეები ჩაუღრმავდნენ ეკოლოგიური პრობლემების გამომწვევ მიზეზებს , რათა მიაგნონ ამ პრობლემების გადაჭრის გზებს. ოსწავლეები შეძლებენ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე გააცნობიერონ ეკოლოგიური პრობლემების მნიშვნელობა, მაშტაბურობა, შეძლებენ დასახონ ამ პრობლემების გადაჭრის გზები.
    პროექტის ფარგლებში განხორციელებული იქნება სპექტაკლი „ეკოლოგიური სასამართლო–ბუნება უჩივის ადამიანს“,  სკოლის ეკოლოგიური ლოგოს შექმნისთვის გამოცხადდება კონკურსი, მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული  კომისია წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის    შეარჩევს საუკეთესოს.  მშობლებისთვის, შვილებთან ეკოლოგიურ საკითხებზე მუშაობის გაადვილების მიზნით,  ჩატარდება ტრენინგი, სადაც განხილული იქნება ეკოლოგიური საფრთხეები დღევანდელ მსოფლიოსა და საქართველოში, მომზადდება და მშობლებს გადაეცემათ „სამახსოვრო“–რეკომენდაციები ბავშვების სწორი  ეკოლოგიური აღზრდისთვის.   სკოლის ეკოლოგიური ლოგო, სპექტაკლის, მშობელთა ტრენინგის ფოტო და ვიდეომასალა განთავსდება სკოლის ბლოგზე. მიღებული იქნება გადაწყვეტილება ყოველწლიურად ეკოლოგიური კვირეულის ჩატარების შესახებ.

                                          პრობლემების ხე
დაბალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა

ინფორმაციის ნაკლებობა ეკოლოგიური პრობლემების და გარემოს დაბინძურებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ
არასწორი აღზრდა, ცუდი პირადი მაგალითები უფროსების მხრიდან

საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულება გარემოსდაცვითი ღონისძიებების მიმართ
ეკოლოგიური ცნობიერების დაბალი დონე მოსწავლეებში
დაბიძურებული გარემო
 

                                      პროექტის მიზნები და ამოცანები:
     პროექტის   მიზნებია:
1.  ჩვენს  მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ  ეკოლოგიური ცნობიერების შედარებით მაღალი დონე გარემოს დაბინძურების საკითხებთან მიმართებაში, რაც ხელს  შეუწყობს გარემოს დაბინძურების შემცირებას  სკოლასა და მიმდებარე ტერიტორიაზე. 

    2.   ჩაუღრმავდნენ ეკოლოგიური პრობლემების გამომწვევ    მიზეზებს , გააცნობიერონ  პრობლემების მნიშვნელობა, მასშტაბურობა.   მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დასახონ ამ პრობლემების გადაჭრის გზები.

     3.     მიიღონ  ინფორმაცია  ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებაც. თვალნათლივ დაინახონ და გაიაზრონ პრობლემების აქტუალობა,  რათა გაიზრდოს  მათი პირადი პასუხისმგებლობა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში.

4. მშობლებმა მიიღონ ინფორმაცია  ეკოლოგიური პრობლემების და გარემოს დაბინძურებით გამოწვეული საფრთხეების შესახებ  დღევანდელ მსოფლიოსა და საქართველოში, მიიღონ  რეკომენდაციები  ბავშვების სწორი ეკოლოგიური აღზრდისთვის.


 პროექტის ამოცანებია:     
 1. დაიდგას  სპექტაკლი „ეკოლოგიური სასამართლო–ბუნება უჩივის ადამიანს“, რომელსაც დაესწრებიან  ჩვენი სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები, „ეკოლოგიურ სასამართლოს“ გაუძღვება მოსამართლე, ბრალდებული იქნება ადამიანი, ბრალმდებლები–ატმოსფერო, ნიადაგი, წყალი, ტყე, ცხოველები, რომლებიც დაადანაშაულებენ ადამიანს მიყენებული ზიანის გამო.  ბრალდებულს დაიცავს ადვოკატი. საბოლოო ვერდიქტს გამოიტანენ ნაფიცი მსაჯულები .
 2.   შეიქმნას სკოლის ეკოლოგიური ლოგო.
 3. მშობლებისთვის, შვილებთან ეკოლოგიურ საკითხებზე მუშაობის გაადვილების მიზნით,  ჩატარდეს  ტრენინგი, სადაც განხილული იქნება ეკოლოგიური საფრთხეები დღევანდელ მსოფლიოსა და საქართველოში.
4.  მომზადდეს და მშობლებს გადაეცეს  „სამახსოვრო“, სადაც იქნება რეკომენდაციები ბავშვების  სწორი  ეკოლოგიური აღზრდისთვის. 
5.  სკოლის ეკოლოგიური ლოგო, სპექტაკლის, მშობელთა ტრენინგის ფოტო და ვიდეომასალა განთავსდეს  სკოლის ბლოგზე.
6. მიღებული იქნას  გადაწყვეტილება ყოველწლიურად 10–17 დეკემბერს ეკოლოგიური კვირეულის ჩატარების შესახებ.


  სამიზნე ჯგუფი:    ქ. რუსთავის 7 საჯარო სკოლის მოსწავლეები და  მათი მშობლები

განხორციელების  ადგილი:  ქ. რუსთავის   7 საჯარო სკოლა

განხორციელების დრო:        6.03–20.03.  2013 წელი

            
    პროექტის მოსალოდნელი შედეგები
  
  1.  მოსწავლეები  და მათი მშობლები მიიღებენ  საკმარის ინფორმაციას გარემოს დაბინძურებით გამოწვეული  პრობლემების  და მათი გადაჭრის გზების შესახებ.
  2.პროექტი ხელს შეუწყობს  გაიზარდოს ცნობიერების დონე გარემოს დაცვის საკითხებთან მამირთებაში , შემცირდეს გარემოს დაბინძურება  სკოლის ეზოსა  და მიმდებარე ტერიტორიაზე.   
3. მოსწავლეები   გაიაზრებენ  ეკოლოგიური პრობლემების გამომწვევ    მიზეზებს , გააცნობიერებენ  პრობლემების მნიშვნელობას და მასშტაბურობას.   მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე დასახავენ  ამ პრობლემების გადაჭრის გზებს.
4. მიიღებენ   ინფორმაციას  ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. თვალნათლივ დაინახავენ და გაიაზრებენ პრობლემების აქტუალობას,   გაიზრდება  მათი პირადი პასუხისმგებლობა ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში.
 5. პროექტი დაეხმარება მშობლებს, მიიღონ ინფორმაცია გარემოს დაბინძურების მასშტაბების  და საფრთხეების შესახებ, გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა შვილის ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებაში, მიიღებენ რჩევებს, რაც დაეხმარებათ   მათ შვილების სწორ  ეკოლოგიურ აღზრდაში.



საქმიანობები
1. „ეკოლოგიური სასამართლოს“ ჩატარება

1.1. სამიზნე ჯგუფის შეკრება
1.2. სამიზნე ჯგუფისთვის  პროექტის მიზნებისა და ამოცანების გაცნობა
1.3.სცენარის შექმნა
1.4. როლების გადანაწილება
1.5.როლებზე მუშაობა–რეპეტიციების ჩატარება
1.5. დეკორაციების შექმნა
1.6. ფორმების დამზადება
1.7. მუსიკალური გაფორმების უზრუნველყოფა
1.8. „მოსარჩელეების“–ნიადაგის, წყლის, ატმოსფეროს , ტყის ბრალდების დამადასტურებელი სლაიდ–შოუების დამზადება
1.8.   სპექტაკლის ჩატარება
1.9. სპექტაკლის ფოტო და ვიდეომასალის განთავსება სკოლის ბლოგზე
2. მოსწავლეთა მონიტორინგისთვის კითხვარის შექმნა  წარმოდგენილი ეკოსასამართლოს  შინაარსის მიხედვით
2.1 . კითხვარის შინაარსზე მუშაობა
2.2 . კითხვარის დაბეჭდვა
2.3 მოსწავლეთა ანკეტირება
2.4.კითხვარების  ანალიზი
2.5. შედეგების განთავსება სკოლის ბლოგზე

3. სკოლის ეკოლოგიური ლოგოს შექმნა
3.1. ეკოლოგიური ლოგოს შექმნაზე კონკურსის გამოცხადება
3.2. ნამუშევრების წარდგენა
3.3. ნამუშევრების განხილვა სკოლის თვითმმართველობის მიერ შექმნილი კომისიის მიერ და საუკეთესოს შერჩევა
3.4. პროექტში მონაწილე მოსწავლეთათვის შერჩეული ლოგოს გამოსახულებით ემბლემების დაბეჭდვა
3.5. სკოლის ეკოლოგიური ლოგოს განთავსება სკოლის ბლოგზე

4. მშობელთათვის  ტრენინგის    ჩატარება
4.1. III-X კლასებიდან  5–5 მშობლის შერჩევა მშობელთა კომიტეტების მიერ
4.2. მშობლის „სამახსოვროს“  და ტრენინგისთვის საჭირო სხვა მასალების დაბეჭდვა
4.4. ტრენინგის ჩატარება
4.5. „სამახსოვროს“ გადაცემა მშობლებისთვის
4.6. სკოლის ბლოგზე ფოტო და ვიდეომასალის განთავსება

5.გადაწყვეტილება ყოველწლიურად 10–17 დეკემბერს ეკოლოგიური კვირეულის ჩატარების შესახებ
5.1 საბუნებისმეტყველო კათედრის სხდომაზე  გადაწყვეტილების მიღება ყოველწლიურად 10–17 დეკემბერს ეკოლოგიური კვირეულის ჩატარების შესახებ






ადამიანური რესურსები

1.სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები
2.IV- X კლასების  მოსწავლეები
3. პედაგოგები:
ნინო ბეგაძე–  სკოლი დირექტორის მოადგილე, ბიოლოგიის მასწავლებელი
ინგა მერმანიშვილი–მე–4 კლასის მასწავლებელი
მარინა ჯალიაშვილი–ბიოლოგიის და ქიმიის მასწავლებელი
მარინა კაპანაძე–ისტ–მენეჯერი
თეა ჩაკვეტაძე– მუსიკის მასწავლებელი
ელენე ბოდაველი–ხელოვნების მასწავლებელი
4. დაქირავებული  მკერავი
                                                                    
ფიზიკური რესურსები 
                              
დასახელება
ერთეული
ერთეულის ფასი (ლარებში)
რაოდენობა
ჯამი (ლარებში)
დონორისგან მოთხოვნილი თანხა
შენიშვნა
(ლარი)


1.აღჭურვილობა სხვა მასალა

1.1. ფერადი პრინტერი

1.2 ფოტოაპარატი

1.3. ვიდეოკამერა

1.4. პროექტორი

1.5. კომპიუტერი

1.4.დისკები

1.6. ქსოვილები

1.7. არშიები

1.8. სტეპლერი







2.საკანცელარიო საქონელი

2.1. თაბახის ფურცლები
2.2. წებო

2.3. მარკერები

2.4. მუყაო



4. ტრანსპორტის ხარჯები





ცალი


ცალი

ცალი

ცალი

ცალი

ცალი

მეტრი

ცალი

ცალი










შეკვრა

ცალი

ცალი

ცალი









400


300

400

500

900

0,70

5

3

5










8

3

1

3







1


1

1

1

1

10

50

3

1










3

2

10

10







400


300

400

500

900

7

250

9

5










24

6

10

30



25



400










7

250

9

5










24

6

10

30



25









სკოლის კონტრიბუცია

სკოლის კონტრიბუცია

სკოლის კონტრიბუცია

სკოლის კონტრიბუცია



                                                                                                                                                 პროექტის წინაპირობა
        სახელმწიფოს მხრიდან მკვეთრად  გაზრდილია  ინტერესი გარემოს დაცვის პრობლემებთან დაკავშირებით.  პრობლემები მწვავე და აქტუალურია. გარემოს დაბინძურება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას.
მხარის და ქალაქის ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტას.
   გარემოს დაცვითი ცნობიერების დონის ამაღლებით  დაინტერესებულია  სკოლა . ხორციელდება სხვადასხვა პროექტები მოსწავლეებში ეკოლოგიური აზროვნების ჩამოყალიბების განვითარების მიზნით.

                                                                                                      ბიუჯეტი
დასახელება
ერთეული
ერთეულის ფასი (ლარებში)
რაოდენობა
ჯამი (ლარებში)
დონორისგან მოთხოვნილი თანხა
შენიშვნა
(ლარი)


1.აღჭურვილობა სხვა მასალა

1.1. ფერადი პრინტერი

1.2 ფოტოაპარატი

1.3. ვიდეოკამერა

1.4. პროექტორი

1.5. კომპიუტერი

1.6.დისკები

1.7. ქსოვილები

1.8. არშიები

1.9. სტეპლერი






2.საკანცელარიო საქონელი

2.1. თაბახის ფურცლები
2.2. წებო

2.3. მარკერები

2.4. მუყაო

3.ადამიანური რესურსები
მკერავი


4. ტრანსპორტის ხარჯები





ცალი


ცალი

ცალი

ცალი

ცალი

ცალი

მეტრი

ცალი

ცალი









შეკვრა

ცალი

ცალი

ცალი



კაც/დღე






400


300

400

500

900

0,70

5

3

5









8

3

1

3



50



1


1

1

1

1

10

50

3

1









3

2

10

10



8



400


300

400

500

900

7

250

9

5









24

6

10

30



400


20



400










7

250

9

5









24

6

10

30



400


25









სკოლის კონტრიბუცია

სკოლის კონტრიბუცია

სკოლის კონტრიბუცია

სკოლის კონტრიბუცია






პროექტის ხელმძღვანელი: მარინა ჯალიაშვილი
                                                 marina.jaliashvili@gmail.com
                                                 jaliashvilmarina.blogspot.com




                                                       
                                          
  ლოგიკური ჩარჩო

ინდიკატორები
გადამოწმების წყაროები
რისკები/დაშვებები
                       საბოლოო მიზანი
გარემოს დაბინძურების შემცირება სკოლის ეზოსა  და მიმდებარე ტერიტორიაზე
სკოლის ეზოს და მიმდებარე ტერიტორიის დალაგების სიხშირე შემცირდა  დაახლოებით 30%–ით
სისუფთავე სკოლის ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე

პროექტის მიზანი
მოსაწავლეებში ცნობიერების უფრო მაღალი დონე გარემოს დაცვის საკითხებთან მამირთებაში
კითხვარი, რომელიც შექმილია სპექტაკლის შინაარსის მიხედვით მოსწავლეთა  დაახლოებით 50%–ის მიერ სწორადაა შესრულებული
შესრულებული კითხვარები საბუნებისმეტყველო კათედრის მასალებში

პროექტის შედეგი
მოსწავლეები  და მათი მშობლები ფლობენ საკმარის ინფორმაციას გარემოს დაბინძურებით გამოწვეული  პრობლემების შესახებ და მათი გადაჭრის გზების შესახებ
1. განხორციელებული სპექტაკლი




2.შექმნილი  სკოლის ეკოლოგიური ლოგო


3.შექმნილი “მშობლის სამახსოვრო“ –50 ცალი



4.მიღებული  გადაწყვეტილება ყოველწლიურად 10–17 დეკემბერს ეკოლოგიური კვირეულის ჩატარების შესახებ

5.ჩატარებული ტრენინგი           III-X კლასების მშობელთა კომიტეტების მიერ შერჩეული  50 მშობლისთვის
სპექტაკლის სცენარი–საბუნებისმეტყველო კათედრის მასალებში, ჩანაწერები შთაბეჭდილებების წიგნში. სკოლის ბლოგზე განთავსებული  ფოტო და ვოდეომასალა. ბლოგის   მისამართი: me7sajaroblogspot.com

სკოლის ბლოგზე განთავსებული  სკოლის ეკოლოგიური  ლოგო


ბუკლეტი „მშობლის სამახსოვრო“– ბიოლოგიის კაბინეტი



საბუნებისმეტყველო კათედრის სხდომის ოქმი





მშობლების  ჩანაწერები  შთაბეჭდილებების წიგნში, სკოლის ბლოგზე განთავსებულის ფოტო და ვოდეომასალა. ბლოგის   მისამართი: me7sajaroblogspot.com

სემესტრის ბოლოს დაგეგმილი სასკოლო ტესტირებები

გრიპის გავრცელების მაღალი ალბათობა